გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნაძალადევის ოლქის 74-ე უბანზე კენჭისყრის ოთახიდან დამკვირვებელი მოხსნეს

28-10-2018

ნაძალადევის ოლქის 74-ე უბანზე კენჭისყრის ოთახიდან დამკვირვებელი მოხსნეს.


კომისიის თავმჯდომარის, ვალენტინა კვანტალიანის ინფორმაციით, დამკვირვებლის სამკერდე სამაგრზე არასრული ინფორმაცია იყო დატანილი.


„სამკერდე სამაგრზე მითითებული არ იყო, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყო, რის გამოც მას დარბაზის დატოვება მოუხდა. მისი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. რატომ იყო არასრული ინფორმაცია დატანილი, ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა 74-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.


როგორც კვანტალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დამკვირვებლის თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.


1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930