გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე იმ ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ

7-03-2025

ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე იმ ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად, რომელიც შუა აზიის ქვეყნებს გააჩნიათ, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თურქმენეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.


როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ვიზიტებისას ხდება სხვადასხვა ტიპის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერება.


„ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ ძალიან დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის გაძლიერების მიმართულება, ასევე ჩვენი გამოცდილების მათთვის გაზიარება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ხდება შეთანხმების გაფორმება თურქმენეთში ჩემს კოლეგასთან. მნიშვნელოვანია ასევე ფიტოსანიტარული მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის ერთმანეთთან გაზიარება. ასევე, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები და უკეთ შევძლოთ იმ მნიშვნელოვანი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031