გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე - მოქმედების დროა, მოღალატე „ნაცპოლიტიკანები“ არათუ პოლიტიკაში, არამედ გისოსებს მიღმა უნდა იყვნენ

28-03-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, მმართველი გუნდი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.


ანალიტიკოსის თქმით, ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია ეს დაკვეთა აქვს. აბაშიძე მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, „რომ ღირსება არ დაკარგა ჩვენმა სახელმწიფომ!“.


„პატივცემულო ხელისუფალნო, მოქმედების დროა, მოღალატე „ნაცპოლიტიკანები“ არათუ პოლიტიკაში, არამედ გისოსებს მიღმა უნდა იყვნენ! ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია ეს დაკვეთა აქვს. მესმის, რომ რაღაც ეტაპზე საგარეო კონიუნქტურის ტყვენი ვიყავით. დასრულდა ის დრო და მადლობა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას რომ ღირსება არ დაკარგა ჩვენმა სახელმწიფომ!,“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31