გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა გიგაური მუქარის შემცველი პირადი შეტყობინების ფაქტზე გამომძიებელს ხვალ ინფორმაციას მიაწვდის

31-10-2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ხვალ 12:00 საათზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მივა და გამომძიებელს მუქარის შემცველი პირადი შეტყობინების მიღების ფაქტზე ინფორმაციას მიაწვდის.


როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ეკა გიგაურმა გამოძიების დაწყების თაობაზე 16 ოქტომბერს ოფიციალურად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელით მუქარის შემცველი აგრესიული შეტყობინება მიიღო.


„მუქარის ავტორი ბილწსიტყვაობასთან ერთად მას „ფაშიზმის თანამონაწილედ“ მოიხსენიებდა“-აცხადებენ ორგანიზაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930