გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე: სულაც არ არის სასიამოვნო, როცა ვხედავთ ევროკავშირის დამოკიდებულებას - როგორ ეპყრობიან საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, სამართლიანი მოპყრობა და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებაა

1-04-2025

ჩვენი ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელი რჩება და აქ მხედველობაში მაქვს საქართველოს წევრობა ევროკავშირსა და ნატოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, რუმინულ გამოცემასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირისგან სამართლიან მოპყრობასა და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას ითხოვს.


„ძირითადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, პრიორიტეტები და ამოცანები იგივე რჩება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ რაღაცებზე, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ჩვენ მაინც განსხვავებული აღქმები გვაქვს. სწორედ ამ მიზეზით ჩნდება მცირე აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის, როგორიცაა ევროკომისია ან ევროპარლამენტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს გარკვეული კანონები თუ ქმედებები არ შეესაბამება ევროპულ მისწრაფებებს. თუმცა, ხანდახან პოლიტიკურ დეკლარაციებს არ ვცდებით.


მაგალითად, სამართლებრივ სიბრტყეში, ჩვენ შევთავაზეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილვების შესაძლებლობა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ფაქტობრივად, ჩვენთვის სულაც არ არის სასიამოვნო, როცა ვხედავთ ევროკავშირის ამ დამოკიდებულებას და როგორ ეპყრობიან საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ერთადერთი, რაც გვინდა და მოვითხოვთ, არის სამართლიანი მოპყრობა და ჩვენი პრობლემების და ინტერესების გათვალისწინება“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031