გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატიმარი კახა მაღლაკელიძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: თბილისის ე.წ კრიტში გამოვაცხადე შიმშილობა, არც მატრასი მომცეს, სარდაფში გადამიყვანეს, დირექტორმა სამჯერ მცემა, რატომ შიმშილობო

3-04-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პატიმარმა კახა მაღლაკელიძემ ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხის უფროსმა შიმშილობის გამო სამჯერ სცემა.


„თბილისის, ორთაჭალის ე.წ კრიტში გამოვაცხადე შიმშილობა ჩემ საქმესთან დაკავშირებით, არც მატრასი მომცეს, სარდაფში გადამიყვანეს საშიმშილოდ.

დირექტორმა სამჯერ მცემა, რატომ შიმშილობო“, - განაცხადა კახა მაღლაკელიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31