გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლერი ბერიტაშვილი: იღებდნენ რა ფორმით შეგვიყვანდნენ კუდ-ის შენობაში. სოსო თოფურიძე რეჟისორობდა. დაგვახრევინებდნენ თავებს ამ ნაცემებს, გაგვარბენინებდნენ, არ ვარგა დაიძახებდა, უკან მანქანაში ჩაგვსვამდნენ და ისევ. დღემდე არ ვიცი, რაზე ვიყავი დაჭერილი

8-04-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე განიხილება, "ნაციონალური მოძრაობის" დაზარალებულმა, იმჟამინდელი "ქართული პარტიის" წევრმა ლერი ბერიტაშვილმა ისაუბრა. მან მისი დაკავების ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც კუდ-ის ხელმძღვანელის მოადგილე სოსო თოფურიძე რეჟისორობდა კადრების გადაღებას, როგორ შეჰყავდათ ნაცემი ბერიტაშვილი და მასთან ერთად სხვა დაკავებულები კუდ-ის შენობაში.


"კუდამდე როგორ მიმიყვანეს არ მახსოვს. უკანა მხრიდან შეგვიყვანეს ყველა აბსოლუტურად, ყველა ჩამოიყვანეს. რატომღაც მე ბოლო ჩამომსვეს მანქანიდან და უკანა კიბეებია ასასვლელი და კამერა იდგა და იღებდნენ ჩვენ რა ფორმით შეგვიყვანდნენ კუდ-ის შენობაში. სოსო თოფურიძე რეჟისორობდა. დაგვახრევინებდნენ თავებს ამ ნაცემებს, გაგვარბენინებდნენ - არ ვარგა დაიძახებდა, წამოგვიყვანდნენ უკან მანქანაში ჩაგვსვამდნენ და ისევ. ანუ ეს ფილმი რომ გადაეღოთ როგორ დაიჭირეს, რა გვქვია ჩვენ ტერორისტები თუ რა გვქვია ჩვენ დღემდე არ ვიცი, რაზე ვიყავი დაჭერილი, იქნება გავარკვიო", - განაცხადა ლერი ბერიტაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930