გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავჭალაში გარდაცვლილი მოზარდის დეიდა „მთავარ არხს“ მიმართავს: ტყუილს ნუ ავრცელებთ, ბავშვი ჩავარდა დანგრეული კორპუსის სრულიად დანგრეულ შახტში და არა შესახლებული კორპუსის ლიფტის შახტში

13-04-2025

ავჭალაში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის დეიდა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.


გარდაცვლილის დეიდა მოუწოდებს „მთავარ არხს“, კარგად გაერკვიონ ვითარებაში და ტყუილს ნუ ავრცელებენ, ვინაიდან მოზარდი დანგრეული კორპუსის დანგრეულ შახტში ჩავარდა.


„ტყუილს ნუ ავრცელებთ, გაერკვიეთ კარგად, როგორ და რანაირ ლიფტის შახტში ჩავარდა ბავშვი. ჩავარდა დანგრეული კორპუსის სრულიად დანგრეულ შახტში და არა შესახლებული კორპუსის ლიფტის შახტში. ნიკა, დე, ჩემო ტკივილო”, - წერს გარდაცვლილის დეიდა „მთავარი არხის“ „ფეისბუკგვერდზე“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31