გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: გახარია ტყუილს ამბობს, 20 ივნისიდან ძალიან მალე, რამდენიმე ადამიანი შევხვდით და საუბრისას თქვა, რომ ყველაფერზე ის იღებდა პასუხს, მათ შორის ე.წ დათვის ტყვიების სროლაზეც

14-04-2025

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ არ იცის ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, სიცრუეს უწოდებს.


როგორც მეტრეველი აღნიშნავს, „ყველაფერზე ის იღებდა პასუხს, მათ შორის ე.წ დათვის ტყვიების სროლაზეც“.


„გახარია ტყუილს ამბობს. 20 ივნისიდან ძალიან მალე, რამდენიმე ადამიანი შევხვდით და საუბრისას თქვა, რომ ყველაფერზე ის იღებდა პასუხს, მათ შორის ე.წ დათვის ტყვიების სროლაზეც“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იმყოფება, სადაც მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031