გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან

16-04-2025

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


გიორგი გაბუნიას განცხადებით, საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელით პირად შეხედულებაზე დაფუძნებული პოლიტიკური განცხადებების, თეატრის მიზანმიმართული პარალიზების და დებულებით გათვალისწინებული უმთავრესი ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, აღნიშნული გადაწყვეტილება ბუნებრივი და ლოგიკურია.


„როდესაც, სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელით აკეთებ პირად პოზიციებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ განცხადებებს, ამავე დროს მიზანმიმართულად უკეთებ პარალიზებას თეატრს და თვეების მანძილზე არ ასრულებ დებულებით გათვალისწინებულ უმთავრეს ფუნქციას და არ ემსახურები ხელოვნებას, იმას რისთვისაც სახელმწიფო გაფინანსებს ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ შენი ადგილი ვერ იქნება იქ სადაც იყავი.


და ასევე! თეატრი, მუზეუმი, ანსამბლი თუ სხვა კულტურის ორგანიზაციები არის და უნდა იყოს სრულად დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან, მაგრამ როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და ამ პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან და მით უმეტეს ხელოვნებასთან,” - წერს გიორგი გაბუნია. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031