გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: თანდათან ინგრევა ოპოზიციის და მათი საყველპურო ექსპერტების, თუ „ენჯეოების“ პროგნოზები, რომ თურმე დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელს არავინ ჩამოართმევს

24-04-2025

თანდათან ინგრევა ოპოზიციის და მათი საყველპურო ექსპერტების, თუ „ენჯეოების“ პროგნოზები, რომ თურმე დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელს არავინ ჩამოართმევს, არ დაელაპარაკება და ა.შ,- ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებას - „ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ“.


ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციას წყალში ეყრება სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟში ჩახარჯული ფული და ვოიაჟები.


„თანდათან ინგრევა ოპოზიციის და მათი საყველპურო ექსპერტების თუ ენჯეოების პროგნოზები, რომ თურმე დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელს არავინ ჩამოართმევს, არ დაელაპარაკება და ა.შ.

ეყრებათ წყალში სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟში ჩახარჯული ფული და ვოიაჟები.


ვფიქრობ, სერიოზული ხალხი დასავლეთში აქაურ ოპოკლასტერს სულ უფრო ნაკლებად მოუსმენს, განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი ლაფსუსების შემდეგ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031