გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მეათე გამარჯვებას, ოპონენტები დამარცხებისთვის არიან განწირულები

28-04-2025

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, როგორც მერის, ასევე საკრებულოსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მეათე გამარჯვებას მოიპოვებს, ხოლო თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, დამარცხდება.


„გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ რიგით მეათე არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას. ჯერ კიდევ არის დრო. არ ვიცი, ჩვენი ოპონენტები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დამარცხებისთვის არიან განწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031