გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ დიღომში მდებარე ელექტროსიგარეტების მაღაზიის ქურდობის ფაქტი გახსნა

3-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში არაერთგზის ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ი. ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე შპს "ალიენს ვაპერ"-ის კუთვნილ ელექტრო სიგარეტების მაღაზია გაქურდა, ნოუთბუქი და 12 ცალი ელექტრო სიგარეტი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ი.ს. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30