გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი აბდალაძე: 26 მაისის ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია იმიტომ, რომ ეს არ იყო მიტინგის დაშლა, ეს იყო საკუთარი ადამიანების განადგურება

30-04-2025

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და იხსენებს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დეტალებს.


როგორც აბდალაძე აცხადებს, საკმაოდ მძიმე და რთული დღე იყო და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებსაც უმოწყალოდ სცემდნენ.


„დავიწყებ 26 მაისიდან. ამ ფოტოებმა გამოიწვია საკმაოდ დიდი რეზონანსი იმიტომ, რომ ეს არ იყო მიტინგის დაშლა, დარბევა ან რამე, ეს იყო განადგურება საკუთარი ადამიანების. საპატიმროში შევიტყვე იმის შესახებ, თურმე გადამიღია ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც შემდგომში სახურავზე აღმოაჩინეს, რომ ამათ მიჰყავდათ ცოცხალი. მე არ ვიცოდი ამის შესახებ, წარმოდგენა არ მქონდა იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებდით რეპორტაჟს. საკმაოდ მძიმე და რთული დღე იყო და უამრავ რეპორტიორს და ჟურნალისტს აპარატურა გაუფუჭდათ. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებს სცემდნენ უმოწყალოდ, ესროდნენ, ამის უამრავი მაგალითია. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც ნაცემი იყვნენ, სხვადასხვა რეპორტიორი. მეორე დღეს, აღლუმი როდესაც ჩატარდა 26 მაისს, უამრავი ადამიანი იყო, ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც წინა ღამეს ნაცემი იყვნენ, ან ე.წ. რეზინის ტყვიებით დაცხრილული“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031