1-05-2025
ჰესლინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი, პოლ მასარო რუსი პრანკერების, ვოვანისა და ლექსუსის მახეში გაება.
პრანკერებმა მას 2015-2019 წლებში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კონსტანტინ ელისეევის სახელით დაურეკეს. რუს პრანკერებს აინტერესებდათ, თუ რა აზრის იყო მასარო აშშ-ში USAID-ის და NED-ის დახურვაზე.
„ეს სამწუხაროა. ბევრს წარმოუდგენია, რომ ეს ბიჭები საკუთარ იდეოლოგიებს საზღვარგარეთ ავრცელებდნენ, რაც აშშ-ის ინტერესებს არ შეესაბამებოდა. საუბარია მემარცხენე ფრთასა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე. ბრალდებების ნაწილი გადაჭარბებული იყო, ხოლო ნაწილი - სიმართლე. სინამდვილეში, ეს სააგენტოები დიდი ხანია რეფორმირებას საჭიროებდნენ. ვფიქრობ, რომ თქვენს რეგიონში, განსაკუთრებით კი უკრაინასა და საქართველოში ეს ძალიან, ძალიან პროდუქტიული პროექტები იყო. სამწუხაროა, რომ ისინი წყალს გააყოლეს. ეს ნამდვილად ცუდია“, - თქვა მასარომ.
13-05-2026
26-08-2026
| « სექტემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | ||||