გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ზურაბ ქადაგიძე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხვაზე: ჩვენ სანქციებს გვიწესებენ და ყოველდღიურად გვემუქრებიან იმისათვის, რაც არ ჩაგვიდენია და ლიბერალურ სიგიჟეებში ჩაძირულ გერმანიას არ იმჩნევენ

3-05-2025

„გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხა. მიუხედავად ვენსის განცხადების, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოპულარული ძალაა და ბიუროკრატები მის აკრძალვას აპირებენ, ვაშინგტონის მხრიდან განცხადების მეტი არაფერი მოჰყოლია“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, „რას უნდა ნიშნავდეს ეს უმოქმედობა ვაშინგტონის მხრიდან - შტატების პოპულისტურ განცხადებას, რომ ტრამპი წუხს მსოფლიო დემოკრატიის დასუსტების და ბრიუსელის ბიუროკრატიის გაძლიერების გამო, თუ მის უუნარობას, სოროსისა და „დიფ სთეითის“ წინაშე?


„გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხა. მიუხედავად ვენსის განცხადების, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოპულარული ძალაა და ბიუროკრატები მის აკრძალვას აპირებენ, ვაშინგტონის მხრიდან განცხადების მეტი არაფერი მოჰყოლია, ისევე როგორც, რუმინეთში განვითარებულმა მოვლენებმა ჩაიარეს, ტრამპის ადმინისტრაციის მიღმა.


რას უნდა ნიშნავდეს ეს უმოქმედობა ვაშინგტონის მხრიდან - შტატების პოპულისტურ განცხადებას, რომ ტრამპი წუხს მსოფლიო დემოკრატიის დასუსტების და ბრიუსელის ბიუროკრატიის გაძლიერების გამო, თუ მის უუნარობას, სოროსისა და "დიფ სთეითის" წინაშე? რა ვიცი, ჩვენ სანქციებს გვიწესებენ და ყოველდღიურად გვემუქრებიან რიგი სენატორები და კონგრესმენები იმისათვის, რაც არ ჩაგვიდენია და ლიბერალურ სიგიჟეებში ჩაძირულ გერმანიას, არ იმჩნევენ თუ არ ამჩნევინებენ, "დიფ სთეითთან" მებრძოლ ტრამპს?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031