გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერი გელაშვილი: როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა

5-05-2025

საქართველოს პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი თავისი უფლების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.


მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გელაშვილი აცხადებს, ამ დროს ის ვილნიუსში იმყოფებოდა, რა დროსაც, მიხეილ სააკაშვილმა, ახალი წლის საღამოს, 4 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.


„2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ახალი წელი იყო, ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა. უბრალოდ დაწერა, გადასახადი გაქვს 4 მილიონიო, ჩემს კომპანიას დააკისრა და გამომიგზავნა, 12 საათამდე მოვიდა“ - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031