გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი იოსებ გორგაძის გარდაცვალებაზე: ადვოკატის პოზიცია, რომ პატიმარი ციხეში მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს - არანაირ ცემასა და წამებას ადგილი არ ჰქონია

5-05-2025

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში” გადაყვანილი პატიმრის იოსებ გორგაძის გარდაცვალებას ეხმიანება.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მისი ადვოკატის პოზიცია, რომ პატიმარი ციხეში მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს, გორგაძე არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად, პენიტენციური დაწესებულების საპირფარეშოში დაეცა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება (დაარტყა თავი) და მიუხედავად იმისა, რომ დროულად იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


„გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში” გადაყვანილი იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. მისი ადვოკატის პოზიცია, რომ პატიმარი ციხეში მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს, არის ტყუილი. იოსებ გორგაძე არტერიული ჰიპერტენზიის შედეგად, პენიტენციური დაწესებულების საპირფარეშოში დაეცა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება (დაარტყა თავი). ის, დროულად იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მორჩით, ამ თემით სპეკულაციას. არანაირ ცემასა და წამებას ადგილი არ ჰქონია და ნუ ითამაშებთ ადამიანების ემოციებზე“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031