გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: წამება და სიკვდილის პირას მიყვანა სააკაშვილ-ახალაიას ციხეებში ხდებოდა, რაც, კიდევ ერთხელ, დაადასტურა საგამოძიებო კომისიაზე გოჩა კაკოიშვილმა, რომელიც დასახიჩრებული გამოვიდა ციხიდან და დღემდე მკურნალობს

5-05-2025

„როგორ შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალო ციხეებში ცემა და არაადამიანური მოპყრობა, როცა თავად „მათი“ პატიმრები ამას უარყოფენ. რაც შეეხება, ამჟამად, გარდაცვლილ პატიმარს ი.გ., ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა,“ - ამის შესახებ, ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, აღნიშნული საქმე, სახალხო დამცველსაც აქვს აყვანილი კონტროლზე, გამოკითხულია ყველა მოწმე და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთდღიან ტყუილს, ფარდა მალე აეხდება.


„როგორ შეიძლება, დღევანდელ ხელისუფლებას დააბრალო ციხეებში ცემა და არაადამიანური მოპყრობა, როცა თავად „მათი“ პატიმრები ამას უარყოფენ. რაც შეეხება, ამჟამად, გარდაცვლილ პატიმარს ი.გ., ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, რაც ომბუდსმენსაც აყვანილი აქვს კონტროლზე და გამოკითხულია ყველა მოწმე. ასე რომ, ესეც ერთდღიანი ტყუილია, რომელსაც მალე აეხადა ფარდა. წამება და სიკვდილის პირას მიყვანა, სააკაშვილ-ახალაიას ციხეებში ხდებოდა, რაც დღეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა საგამოძიებო კომისიაზე მისულმა ყოფილმა პატიმარმა გოჩა კაკოიშვილმა, რომელიც დასახიჩრებული გამოვიდა ციხიდან და დღემდე მკურნალობს.“ - წერს ნინო ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930