გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გედევან ფოფხაძე: ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე... ტყვიებს როცა ჭედავ და ამ სახელებს აწერ, შენ იწყებ უკვე სამოქალაქო ომს

5-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე, საკუთარ განცხადებას განმარტავს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელ სამოქალაქო ომსა და დაპირისპირებაზე გააკეთა.  


ფოფხაძე ამბობს, რომ დღეს ვითარების ესკალაციის საფრთხე მაღალია, რადგან არსებობს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთს მოღალატეს უწოდებს. 


მმართველი გუნდის დეპუტატი განმარტავს, რომ იგეგმება პოლიტიკური შეწყალებები, რაც მისი თქმით, ქმნის დაპირისპირების საფრთხეს. 


"ომი უკვე მიმდინარეობს ჩვენ შორის. თუ ტყვეებს არ ვესვრით ერთმანეთს, ვწირავთ მოღალატეებად ერთმანეთის შერაცხვით. როცა ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე. ტყვიებს როცა ჭედავ და ამ სახელებს აწერ - შენ იწყებ უკვე სამოქალაქო ომსაც და დაპირისპირებასაც. ნუ გაქვს მერე იმის განცდა, რომ ეს ისე ჩაივლის შენ არაფერ შუაში არ იქნება,"-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 


rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031