გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანა ჭელიძე ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის რეგიონულ ტურნირის გამარჯვებულია

7-05-2025

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელს, ანა ჭელიძეს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

 

ანა ჭელიძემ ოქროს მედალი მოიპოვა საგარეჯოს ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის რეგიონულ ტურნირში, რომელშიც 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

 

ადგილობივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხატვრული ტანვარჯიშის პოპულარიზაციისა და მცირე დროში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები ასევე გადასცეს ანა ჭელიძის პედაგოგებს - სალომე ბურდილაძესა და ასმათ ჯაფარიძეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930