გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი ტრამპის მიერ ჩინეთთან გადატვირთვის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: რას იტყვიან ახლა ე.წ. მეგობარი აქტის სათაურის ავტორები და მათი აქაური აგენტები?

11-05-2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნებს შორის სრული გადატვირთვის შესახებ მოლაპარაკება მეგობრული და ამავდროულად, კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე მოხდა.


შარმანაშვილი ინტერესდება, რას იტყვიან ახლა ე.წ. მეგობარი აქტის სათაურის ავტორები და ტაივანის მიერ დაფინანსებული პერსონები.


„რას იტყვიან ახლა ე.წ. მეგობარი აქტის სათაურის ავტორები და მათი აქაური აგენტები ? ჯო უილსონის პატრონების ჭკუაზე უნდა გვევლო ჩინეთთან ურთიერთობის საკითხებში ? ტაივანის დაფინანსებული პერსონებიც არ დაგვავიწყდეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ საკუთარ ინტერესებს თავად უნდა მივხედოთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, სხვის ჭკუაზე არ უნდა ვიაროთ“ - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031