გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ოჯახის სიწმინდის დღეზე: ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი - არც არავისთვის გვიგინებია, არც სიგიჟეები გვიმღერია

17-05-2025

„ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი, არა მხოლოდ თბილისში - არამედ ჩვენი სამშობლოს მასშტაბით“, - წერს „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, მსვლელობაში მონაწილეებმა, ვირტუალური საქართველოს ყოველდღიურ „ბერიკაობას" რაოდენობრივად ორ საათში აჯობეს. ამასთან, დღეს, მსვლელობაში მონაწილეებს არავისთვის უგინებიათ და არც შეურაცხმყოფელი სიმღერები უმღერიათ.


„ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი, არა მხოლოდ თბილისში - არამედ ჩვენი სამშობლოს მასშტაბით. 200 დღის განმავლობაში, ვირტუალური საქართველოს ყოველდღიურ „ბერიკაობას“ რაოდენობრივად ორ საათში „გადავუჯოკრეთ“. არც არავისთვის გვიგინებია, არც სიგიჟეები გვიმღერია - ვხალისობდით ერთმანეთთან ურთიერთობით და ვლოცულობდით.


ძალიან მინდა დღევანდელი საქართველოს კადრები ჩვენს მართლმადიდებელ ძმებსაც ვანახოთ: სერბეთში, რუმინეთში, ბულგარეთში - ნიშნად იმისა, რომ მარტონი არ არიან. ჯო უილსონსაც გადავუგზავნოთ - ჯანდაბას მაგის თავიც. ნიშნად იმისა, რომ ჩვენთან არს ღმერთი და არა პირიქით. გილოცავთ, დებო და ძმებო ოჯახური სიწმინდის დღეს. მოეფერეთ ცოცხლებს, ილოცეთ გარდაცვლილებზე. ჭიქა აუწიეთ დღეს ერთმანეთს,” - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031