გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი რუხაძე ბადრი პატარკაციშვილზე: ყველაფერი გადადო „იმედის“ გამო და მგონია, რომ „იმედს“ გადაჰყვა - გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის ამ ქვეყნის კარგი უნდოდა

21-05-2025

ბადრი პატარკაციშვილი იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი, გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის ამ ქვეყნის კარგი უნდოდა, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე.


როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება მისთვის უზარმაზარი დანაკარგი იყო.


„ობიექტური შემფასებელი ვერ ვიქნები, რადგან ძალიან მიყვარდა ბადრი პატარკაციშვილი და უზარმაზარი დანაკარგი იყო ჩემთვის მისი გარდაცვალება. ბადრი პატარკაციშვილი იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი, გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის ამ ქვეყნის კარგი უნდოდა.


როდესაც ჩვენ ინვესტიციებს ვაკეთებდით, ბადრო ამ ინვესტიციებს ყოველთვის უყურებდა, საქართველოში რა უნდა იყოს კარგი. ყოველთვის ვეუბნებოდი, ან პოლიტიკაში უნდა იყო, ან - ბიზნესში. ბოლო-ბოლო, ყველაფერი გადადო „იმედის“ გამო და მგონია, რომ ის „იმედს“ გადაჰყვა. ეს იყო ბადრის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო მაშინ, როდესაც თქვა, რომ „იმედი“ არ იყიდება. ამ გადაწყვეტილებიდან 6 თვეში მკვდარი იყო. ეს გადაწყვეტილება იმდენად მიუღებელი იყო იმ მანქანისთვის, რომელიც ამ ქვეყანას მართავდა, მიიყვანეს იქამდე, რომ ის გარდაიცვალა. მე არ მგონია, რომ ბადრი მოკლეს, იქამდე მიიყვანეს, რომ მოკვდა“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031