გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
მიხეილ სააკაშვილი: "ძლიერი ხელით" მართვას მხარს არ ვუჭერ, რადგან ეს ხალხისთვის მიუღებელია

6-11-2018

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში პრემიერის თანამდებობის დასაკავებლად არ ემზადება.

ამის შესახებ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანიის, «ТВ Дождь»-ის ეთერში განაცხადა.

„მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ თითქოსდა ჩემთვის პრემიერ-მინისტრის პოსტი მზადდება. თქვენ, ალბათ, მე პუტინსა და მედვედევს მადარებთ. შემხედეთ, მე მიხეილ სააკაშვილი ვარ, რუსეთის ლიდერების სრული ანტიპოდი. ეს სრული აბსურდია. ბოდიში და ვინც ამას ამბობს, იგი სრული დეგენერატია და ნაძირალაა. მე პრინციპულად არ მოვიქცევი ისე, როგორც ვლადიმერ პუტინი მოიქცა... მე მჯერა საპარლამენტო მმართველობის სისტემისა. ვფიქრობ, რომ საპარლამენტო სისტემა საპრეზიდენტო სისტემას ბევრად სჯობს, ამიტომ ჩვენ მას არ შევცვლით. მხარს არ ვუჭერ „ძლიერი ხელით“ მართვას, რადგანაც ეს ხალხისთვის მიუღებელია. უფრო მეტსაც გეტყვით - მე მომხრე ვარ სრული დემოკრატიისა, რომ პარლამენტი ელექტრონული ხმის მიცემით იქნას არჩეული და როგორც კი საქართველოს ხელისუფლებაში მოვალთ, ამ სისტემას განვახორციელებთ“-განაცხადა სააკაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31