გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმზე: ეს იყო რეკეტის დაკანონებული სისტემა, რომელიც იყო დამყარებული შიშზე და უსიტყვო მორჩილებაზე

22-05-2025

ეს იყო რეკეტის დაკანონებული სისტემა, რომელიც იყო დამყარებული შიშზე და უსიტყვო მორჩილებაზე, - ასე შეაფასა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი.


სუბარის განცხადებით, მოქალაქის მხრიდან პირველი უარი ნიშნავდა, რომ გაცილებით უარესი იქნებოდა შემდეგ შედეგი, ამიტომ უარის თქმა ვერავის ვერ უნდა გაებედა.


„პირველი უარი ნიშნავდა, რომ გაცილებით უარესი იქნებოდა შემდეგ შედეგი, ამიტომ უარის თქმა ვერავის ვერ უნდა გაებედა. შემდეგ უკვე ამ რეკეტით მოპოვებულს ნაწილს გააგზავნიდნენ ბიუჯეტში, მეორე ნაწილს ჩაიდებდნენ ჯიბეში და უფრო მეტი მაინც მიდიოდა უფრო თავისკენ. ეს სისტემა ჰქონდათ აწყობილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930