გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოს პრეზიდენტს ცხრა ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

6-11-2018

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები ცხრა ქვეყნის ელჩებმა გადასცეს.


ეს ქვეყნებია: ესპანეთი და მაროკოს სამეფოები, ტუნისი, ზამბია, განა, უზბეკეთი, ჰონდურასი, გაიანი და ლიბანის რესპუბლიკები.


რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.


გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930