გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: თუ ოპოზიციის დეკლარირებული ღირებულებები, მოტივაცია და მიზნები გულწრფელია, ახლა სწორედ ამერიკის საელჩოსთან უნდა იმართებოდეს საპროტესტო აქცია, მაგრამ მატყუარები, მონები და აგენტები ხართ

30-05-2025

„დღეს აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა რომ სამართლიანი უწოდა რუსეთის შეშფოთებას ნატოს გაფართოების გამო და მზადყოფნა გამოხატა ნატოში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის არმიღების საკითხის განხილვაზე, ეს არ გვაშორებს ნატოს? და თუ გულწრფელები ხართ თქვენს დეკლარირებულ ღირებულებებში, მოტივაციაში და მიზნებში, არ უნდა მოაწყოთ აქცია აშშ ს საელჩოსთან?,“ - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, თუ ოპოზიციის დეკლარირებული ღირებულებები, მოტივაცია და მიზნები გულწრფელია, ახლა სწორედ ამერიკის საელჩოსთან უნდა იმართებოდეს საპროტესტო აქცია.


„ოპოჭინკებო და ევროკრეტინებო! როცა გამხელენ რომ დაქირავებული აგენტურა ან სასარგებლო იდიოტები ხართ, ამას უარყოფთ. ხომ იძახით, რომ საკუთარ მთავრობას იმიტომ უპირისპირდებით, ნატოსა და ევროკავშირს გვაშორებსო. დღეს აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა რომ სამართლიანი უწოდა რუსეთის შეშფოთებას ნატოს გაფართოების გამო და მზადყოფნა გამოხატა ნატოში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის არმიღების საკითხის განხილვაზე, ეს არ გვაშორებს ნატოს? და თუ გულწრფელები ხართ თქვენს დეკლარირებულ ღირებულებებში, მოტივაციაში და მიზნებში, არ უნდა მოაწყოთ აქცია აშშ ს საელჩოსთან? მაგრამ მატყუარები, მონები და აგენტები ხართ და როდის იყო მონას ღირებულებები და პრინციპები ჰქონდა,“ - წერს ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930