გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე: თავისით კი არ შვრებიან ამას?! ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთები, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტების

31-05-2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისათვის წყლის შესხმის ფაქტს გამოეხმაურა.


როგორც მან აღნიშნა, ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთი, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსი.


„კონტექსტია - პოლიციელის სილის გაწვნა, მოსამართლისთვის წყლის შესხმა, თავისით კი არ შვრებიან ამას?! დარწმუნებული ვარ მაგალითად მე პირადად, რომ ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთები, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტების, სასამართლოსი, პოლიციის. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის დისკრედიტაციის ნაწილი, რომელიც ისწავლება აკერმანის სახელმძღვანელოებში, ისწავლება სხვადასხვა სახელმძღვანელოებში, რომლითაც ისინი ცდილობენ მაიდნების მოწყობას, რაც საქართველოში საბედნიეროდ არ გამოსდით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031