გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ოპოზიციის აქციებზე: თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, თავში აზრად არავის მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა

16-06-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ოპოზიციაში იმყოფებოდა, იმდროინდელ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.


აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის დროს ოპოზიციაში მყოფ რადიკალურად განწყობილ პირებსაც კი არ მოსვლიათ თავში აზრად სადმე შევარდნა და სახელმწიფო შენობების გადაწვა.


„როდესაც ჩვენ შევქმენით პარტია [ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“], ამ პერიოდში ჩვენი მთავარი მოკავშირეები გახდა ორი პოლიტიკური ძალა - „ახალი მემარჯვენეები“ და „რესპუბლიკური პარტია“, რომლებიც ასევე არ იყვნენ დიდად მოწადინებული და მომხრეები ქუჩის აქციების და გარკვეულწილად რადიკალიზაციის, მაგრამ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, არავის თავში აზრად არ მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, ან შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის - პარლამენტი. ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს - ეს იყო განსხვავება. იყვნენ მომხრეები, რომლებსაც უნდოდათ, მეტად ყოფილიყვნენ ქუჩაში, იმიტომ, რომ ქუჩიდან უფრო რეალურს ხედავდა პოლიტიკურ პროცესს და ქუჩის არსებობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი ამ პროცესის, ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ გვქონდა განსხვავებული [მიდგომა], რომ რაღაცები არ უნდა გამოგვერიცხა და არ უნდა ვყოფილიყავით მარტო ქუჩაში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031