გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე: რომ მივედით დიღმის მთავარ სამმართველოსთან, ვერ წარმოიდგენთ რა რაოდენობის პოლიციელები იყვნენ, მათი ძირითადი ნაწილი იდენტიფიცირებულიც არ იყო - სამივე მხრიდან შემოვარდნენ და პირდაპირ დაიწყეს ცემა

16-06-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.


ზურაბ აბაშიძე იხსენებს, დიღმის მთავარ სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტს, სადაც ასამდე მშვიდობიან ადამიანს უამრავი პოლიციელი და ე.წ ზონდერჯგუფი დაესხათ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ.


„რომ მივედით დიღმის მთავარ სამმართველოსთან, ვერ წარმოიდგენთ რა რაოდენობის პოლიციელები იყვნენ, ძირითადი ნაწილი იდენტიფიცირებული არ იყო, რომ პოლიციელი იყო უბრალოდ ნიღბები, შეიარაღებულები ხელკეტებით ნავარჯიშები ადამიანები. ზოგს ეწერა „პოლიცია“, მაგრამ ბევრნი იყვნენ არა პოლიციის ფორმაში ე.წ ზონდერბრიგადები მონაწილეობდნენ, როგორც ჩანს.


ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამას ამზადებდნენ. ისეთ ადგილას ვიყავით - ხუფია, გასავლელ-შემოსასვლელს ჩაკეტავ, სასამართლოს მხრიდანაც ამოვიდნენ დიდი რაოდენობით და ქვემოდანაც ამოვიდნენ, სამივე მხრიდან შემოცვივდნენ და პირდაპირ დაიწყეს ცემა. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რომ თქვენ უკანონობას ჩადიხართ, კეტავთ სავალ ნაწილს გზისას, ან დაიშალეთ ახლა გადით აქედან“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031