გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: “ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დემოკრატიულობანას თამაშობდნენ

8-11-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დემოკრატიულობანას თამაშობნენ.

 

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია.

 

„ეს ერთი გუნდია. გარკვეული მცდელობა ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიო ესენი. მათ ჰქონდათ გარკვეული მცდელობა, რომ თითქოს კონსტრიქციულები იყვნენ, დემოკრატიულობანას თამაშობდნენ, თუმცა მე ვთქვი რამდენიმე ხნის წინ, უფრო სწორად რომ გამომივიდეს ნათქვამი და სწორად, რომ აღიქვას ხალხმა, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930