გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წულუკიანი გერმანიის ყოფილ ელჩზე: მას ჩემთვის მოუცია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია და ამის გამო მძიმე საუბარი ყოფილა, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა; შევსწრებივარ, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს

19-06-2025

„ბატონი ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ მას ჩემთვის მოუცია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია და ამის გამო, მძიმე საუბარი ყოფილა, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა“, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, გერმანიის ყოფილ ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველზე განვითარებული მოვლენების პარალელურად, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა.


თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის შესწრებია, როდესაც ჰუბერტ ქნირში ქართველ მაღალი თანამდებობის პირებს უზრდელურად ესაუბრებოდა და დავალებებს აძლევდა, შესაბამისად, მისი თქმით, რატომ არ შეიძლება, რომ ყოფილ ელჩს გახარიასთვისაც მიეცა რაიმე ტიპის არასწორი დავალება.


„მე შევსწრებივარ სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან საუბრებს, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ შენ ახლა ეს უნდა შეასრულო. ჩემთვის მოუცია დავალება, ეს ეთერშიც მაქვს მოყოლილი, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაც ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე, ან სხვას, რომელიც გარეთ იყო?!“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031