გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში - გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში

21-06-2025

„ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში, ისე რომ ჰკითხო ევროპისკენ აქვთ გეზი აღებული და როგორც თავის თავს უწოდებენ „მედასავლეთეები“ არიან“, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ინფორმაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ, თუ რა სასჯელს აკისრებენ პირს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში.


ფოჩხუა მოუწოდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, გადახედონ აღნიშნულ სასჯელებს, ხოლო მათი პროტესტი, რომ უცხოელი პატრონების თვალის ასახვევად კეთდება, ეს უკვე არახალია საზოგადოებისთვის.


„ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში, ისე რომ ჰკითხო ევროპისკენ აქვთ გეზი აღებული და როგორც თავის თავს უწოდებენ „მედასავლეთეები“ არიან, ევროპა ამათ ეიფელის კოშკი, საგრადა ფამილია და ფანტან ტრევიში ხურდა ფულის ჩაყრა ჰგონიათ. დაინტერესებულან ევროკავშირის კანონმდებლობით? დარწმუნებული ვარ არა. ამიტომ გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ, აპროტესტონ. მათი ეს პროტესტიც, უცხოელი პატრონებისთვის თვალისასახვევად რომ კეთდება, არახალია“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031