გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილი რომეო მიქაუტაძის დაკავებაზე: ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე, ამიტომ სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ექნება

21-06-2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი, სუსის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის, დაკავების ფაქტს ეხმიანება.


გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფო, როგორც არასდროს ისეა დღეს, მოწოდების სიმაღლეზე, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი - ეს იქნება მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ყველა მათგანი არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე და სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გარკვეულ გადაცდომას ჩაიდენენ.

„ჩვენი სახელმწიფო, როგორც არასდროს ისეა დღეს, მოწოდების სიმაღლეზე. საუბარი მაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შეგრძნებაზე, არამედ საუბარი მაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ მუშაობაზე და ამან, ბოლო პერიოდში, ჩვენ სრულად დაგვარწმუნა, ნებისმიერი ადამიანი - ეს იქნება მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ყველა მათგანი არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე, ამიტომ სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცდომას ჩაიდენენ, ამ შემთხვევაში არავინ არ არის გამონაკლისი“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930