გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაცებს“ რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა დასჯადი არ უნდა იყოს, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს

21-06-2025

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასჯელის დაკისრების პრაქტიკას აქვეყნებს.


ნიკოლეიშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ მიიჩნევს, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა დასჯადი არ უნდა იყოს, მეტიც, ისინი დემოკრატიის ჩამოქცევად მიიჩნევენ, კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებულ სასჯელს, თუმცა, მისი თქმით, მთელ რიგ ქვეყნებში, ამგვარი ქმედება საკმაოდ სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს.


„ნაცებს“ რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა, დასჯადი არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, ეს არის, თურმე, დემოკრატიის ჩამოქცევა და დიქტატურის დასაწყისი, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში სწორედ, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ახლა როგორ გადავწყვიტოთ, რომელ ქვეყანაშია დემოკრატია და რომელ ქვეყანაში დიქტატურა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930