გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არსებულ სასჯელზე: თავად განსაჯეთ, რას ემსახურებოდა „შიგევროპული“ ოპოზიციის ლიდერების კომისიაზე არგამოცხადება და ციხეში წასვლით მარიაჟობა

21-06-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არსებული სასჯელების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რას ემსახურებოდა ოპოზიციის ლიდერების ციხეში წასვლით „მარიაჟობა“ საქართველოში. მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს ეს პოლიტიკური ცირკიც ჩაუვარდათ.


„სხვათა შორის, არანაკლებ მკაცრი სასჯელებია ევროკავშირის ქვეყნებშიც, ახლა თავად განსაჯეთ და მიხვდით, რას ემსახურებოდა „შიგევროპული“ ოპოზიციის ლიდერების კომისიაში არგამოცხადება და ციხეში წასვლით მარიაჟობა. იქ კომფორტულ კამერებში გამოჭიმვა და იქიდან „გულის ამაჩუყებელი“ წერილების წერა. სიმართლე ყოველთვის ხდება ცნობილი, ადრე თუ გვიან. ასე რომ, ეს პოლიტიკური ცირკიც ჩაუვარდათ”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031