გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: პაატა ქარდავას მკვლელებს ვინც დაიცავს და ვინც გვერდში დაუდგება, ის იმ მკვლელებზე უარესია - ეს არის გაუგონარი სიმხეცე იმ დანაშაულებრივი მანქანის, რომელიც კრიმინალების დაკვეთით ადამიანებს სპობდა

23-06-2025

კრიმინალი არაა ეს, ეს არის გაუგონარი სიმხეცე იმ დანაშაულებრივი მანქანის, რომელიც კრიმინალების დაკვეთით ადამიანებს სპობდა, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „რომან შამათავამ მოკლა მამაჩემი, კატერზე სადისტურად, ფეხზე გამოაბა ბეტონის ფილა და ზღვაში გადააგდო“.


მისივე თქმით, პაატა ქარდავას მკვლელებს ვინც დაიცავს და ვინც გვერდში დაუდგება, ის იმ მკვლელებზე უარესია. მანვე აღნიშნა, რომ მალე გამოაშკარავდება, რომელი კრიმინალური დაჯგუფების დავალება და რატომ შეასრულეს, ფორმიანმა ყაჩაღებმა.


„ქრისტინეს და ბექას მამის, პაატა ქარდავას მკვლელებს ვინც დაიცავს და ვინც გვერდში დაუდგება, ის იმ მკვლელებზე უარესია. კრიმინალი არაა ეს, ეს არის გაუგონარი სიმხეცე იმ დანაშაულებრივი მანქანის, რომელიც კრიმინალების დაკვეთით ადამიანებს სპობდა. მათ შორის იყო პაატა ქარდავაც. მალე გამოაშკარავდება, რომელი კრიმინალური დაჯგუფების დავალება და რატომ შეასრულეს ამ ფორმიანმა ყაჩაღებმა“, - წერს გიორგი გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930