გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე პრემიერის ინიციატივაზე: წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი, წარსულს ბარდება და ჩვენ, მოქალაქეები ვიქნებით ამის მაკონტროლებლები

26-06-2025

„მე პირადად მხარს ვუჭერ მთავრობის მიერ ინიციირებულ გამკაცრებას ნარკოპოლიტიკის, რადგანაც ის ყველა ამ მიმართულებით ადრინდელ მცდელობასთან შედარებით, უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და რაც მთავარია, კეტავს იმ ხვრელებს, რომლებითაც ლეგალურად ხდებოდა ქვეყანაში ფსიქოტროპული პრეპარატების და მეტადონის იმპორტი კერძო კომპანიების მიერ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერის გადაწყვეტილებას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.


როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი, წარსულს ბარდება და ჩვენ მოქალაქეები ვიქნებით ამის მაკონტროლებლები.


„არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, რომელი დარგის ექსპერტი. ამ უკიდურესად მტკივნეულ საკითხზე ყველამ უნდა დააფიქსიროს საჯაროდ პოზიცია.


მე პირადად, მხარს ვუჭერ მთავრობის მიერ ინიციირებულ გამკაცრებას ნარკოპოლიტიკის, რადგანაც ის ყველა ამ მიმართულებით ადრინდელ მცდელობასთან შედარებით, უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და რაც მთავარია, კეტავს იმ ხვრელებს, რომლებითაც ლეგალურად ხდებოდა ქვეყანაში ფსიქოტროპული პრეპარატების და მეტადონის იმპორტი, კერძო კომპანიების მიერ.


წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი, წარსულს ბარდება და ჩვენ მოქალაქეები ვიქნებით ამის მაკონტროლებლები!”, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031