გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიეტუველი დეპუტატი: ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

27-06-2025

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ლიეტუველმა დეპუტატმა ემანუელის ზინგერისმა, განაცხადა, რომ „ეუთო-ს გუნდში მყოფი კრიმინალები" ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ და საქართველოში ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი.


მისივე თქმით, ლიეტუვა, რომელიც იქნება ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებითად განწყობილი არ იქნება.


„ვინ არის პასუხისმგებელი იმ ანგარიშზე, სადაც წერია, რომ გასული წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვინ არიან ეს კრიმინალები? ეს კრიმინალები არიან ეუთო-ს გუნდში, სამწუხაროდ, ისინი ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ. არჩევნები არ იყო სამართლიანი და არ იყო თავისუფალი. ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე,“ - განაცხადა ემანუელის ზინგერისმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031