გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი

27-06-2025

2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ტემპის მიხედვით, რაც აქვს აღებული ხელისუფლებას, სავსებით რეალურია 4 წლის თავზე დამატებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა ქვეყანაში.


„ასევე ეკონომიკური ზრდა აისახა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 170 ლარი. მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა თავის დროზე 2012 წელს. მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.5 ლარს, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 3-ჯერ გავზრადეთ საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის. გვინდა, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს. არსებული ტემპების გათვალისწინებით ეს არის სავსებით რეალური, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031