გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკისა და სხვადასხვა დარგის განვითარება, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება

27-06-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას „ქართული ოცნების" დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ის მიღწევა, რომელიც ქვეყანას აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებიდან ეკონომიკის განვითარებამდე, პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.


„მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტულ მიღწევებზე, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მიმართ. ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ხალხის მიმართ, ადამიანების მიმართ და ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ეროვნული ინტერესების მიმართ. ამის გამოძახილია ის შედეგები, რომლებზეც მე დღეს მქონდა საუბარი, დაწყებული მშვიდობის შენარჩუნებით და დამთავრებული ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031