გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და ეროვნულ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28-06-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ხაშურის რაიონული სამმართველოსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ფლობდა არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს, სადაც დამონტაჟებული ჰქონდა ე.წ. ლენტური ხერხი.


სამართალდამცველებმა, ხაშური-სურამის ხელოვნურად გაშენებულ ერთ-ერთ სატყეო უბანზე, დაკავებულის მიერ უკანონოდ გაჩეხილი 12 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი, ასევე, დაუდგენელ დროს მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული, 70 ერთეული, დანაწევრებული ხის მორი ამოიღეს.


გამოძიება, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031