გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
ალეკო ელისაშვილი: მინდა სააკაშვილს ხელი გავუწოდო; ის არის ძალიან დიდი, ისტორიული ტიპი საქართველოსთვის!

28-06-2025

მე მინდა სააკაშვილს ხელი გავუწოდო. ფაქტია, რომ არასოდეს მასზე კარგი არ მითქვამს, მაგრამ სააკაშვილი არის ძალიან დიდი ტიპი ისტორიული ტიპი საქართველოში - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა TV1-ის ეთერში განაცხადა.


“რამდენიმე კარგს ვიტყვი, მარტო ცუდს არ ვფიქრობ მასზე,  (სააკაშვილზე რედ.) ცუდსაც ვიტყვი, მაგრამ წინაპირობა მაქვს ერთი, ხელი ჩამოვართვათ შერიგებისა. იქამდე არ მიმიშვებენ, სააკაშვილამდე, მაგრამ აქედან ვუწვდი ხელს.


სააკაშვილი იყო ტიპი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა და კორუფციისგან გაწმინდა ეს ქვეყანა.  ეს არის ფაქტი. მან გაატარა ისეთი რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობდა. დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით, წუმპედან ამოვედით და ეს არის ფაქტი“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31