გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან სალუქვაძე: თურმე ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაფიცულა, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო

29-06-2025

პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა, - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაიფიცა, კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუ ეს ორი პარტია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შეწყვეტს.

„ლიაკა ხოშტარიას შიმშილობის მიზეზი ცნობილია (მედიის სტილში. სრული ინფორმაცია პირველ კომენტარში.) პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა. თურმე ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაფიცულა. თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო. გედის გაფიცვის მიზეზი უცნობია. თუმცა ის ხოშტარიას შეუერთდა, ბრძოლა სიკვდილამდეო. ეტყობა, ე.წ. ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა იგულისხმა. „ლელოს“ და „გახარიას“ წინააღმდეგ პარლამენტთან რატომ შიმშილობენ? ესენი პარლამენტში არ სხედან. ვაგზლის მოედანზე გადადით, იქაა „ლელოს“ ოფისი. ამიტომ ვუძახი ამათ სისულელეებს კლოუნადას. არაა კლოუნადა?”, - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031