გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო - დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში

3-07-2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს. პრეზიდენტი მიმართვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.


„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.


გჯეროდეთ საკუთარი თავის — თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.


ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.


ძვირფასო აბიტურიენებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე!" - წერს პრეზიდენტი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930