გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია

15-07-2025

„ნოდარ მელაძეს თორნიკე რიჟვაძე საერთოდ არ აინტერესებს, რაც „ტვ პირველს“ უთქვამს, რაც მაგათ გაუკეთებიათ თორნიკე რიჟვაძეზე და ხაზგასმით ვამბობ - რაც დაუბრალებიათ, ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს - ასეთ გაწიწმატებულ ხალხს, რა თქმა უნდა, გავცემ პასუხს და საღამომდე შევეცდები, გავუგზავნით და გამოვაქვეყნებთ საღამომდე. რაც დაუბრალებიათ ზოგადად „ნაცმედიიდან“, ყველაფერს გავუგზავნით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მან, ასევე, აღნიშნა, რომ რიჟვაძისთვის მმართველი გუნდიდან კორუფცია და მით უფრო ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი ბრალდებები საზოგადოებას სწორედ ოპოზიციური მედიის მხრიდან ახსოვს.


„თორნიკე რიჟვაძე არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუვალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც მან წერილში დაწერა და როგორც ჩანს, მისი წერილია, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც ჩვენ საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან“, -  დასძინა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031