გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: კაია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება და მოსამართლეები არ სჭირდება, ევრობიუროკრატიამ უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ დანაშაულისთვის, რა ზომის სასჯელია პროპორციული

15-07-2025

„კაია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება, სასამართლო და მოსამართლეები არ სჭირდება და ევრობიუროკრატიამ უნდა გადაწყვიტოს, ამა თუ იმ დანაშაულისთვის რა ზომის სასჯელია პროპორციული თუ არაპროპორციული“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს სოციალურ ქსელში.


ანჯაფარიძის თქმით, კაია კალასისა და ევრობიუროკრატების მიერ შემოთავაზებული სანქციები, სწორედ იმიტომ მოიცავს ორ მოსამართლესაც, რომ მოხდეს სხვა მოსამართლეების დაშინებაც.


„მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტებს - რამდენიმე დამრჩა ფბ-სამეგობროშიც, ცოტა ხნით საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადადონ, და ამ გაქსუებული ევრობიუროკრატის ეს კონკრეტული განცხადება შეაფასონ, გააკეთონ ეს როგორც სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეებმა (თუკი სურთ ასეთები იყვნენ), როგორც ამ ქვეყნის მკვიდრებმა (თუკი საქართველო სამშობლოდ მიაჩნიათ) და შემდეგ თქვან - რასთან გვაქვს საქმე? კაია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება, სასამართლო და მოსამართლეები არ სჭირდება და ევრობიუროკრატიამ უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ დანაშაულისთვის, რა ზომის სასჯელია პროპორციული თუ არაპროპორციული. რატომ უწესებენ სანქციებს ორ მოსამართლეს? იმიტომ რომ სხვები დააშინონ - თუ ჩვენთვის მისაღებ განაჩენებს არ გამოიტანთ, იგივე მოგივათ თქვენ და თქვენს ოჯახებს. ისე, თუ ხვდებით, როგორ „დეპოში“ უნდათ შეგვიყვანონ!“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031