გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რევოლუციას აანონსებს

12-11-2018

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რიგგარეშე „ვარდების რევოლუციას“’ პროგნოზირებს.


„არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვლება. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ მშვიდობიანი და ნამდვილად დემოკრატიული ცვლილებების „რევოლუცია“. რევოლუცია, სადაც არც ქვემოთ და არც ზემოთ არ სურთ ძველბურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელსაც არ ეყოლება წაგებული“ – წერს ვიტალი შკლიაროვი რადიო „ეხო მოსკვიზე“ გამოქვეყნებულ ბლოგში „სამი დასკვნა საქართველოს სამპეზიდენტო არჩევნებიდან“. შკლიაროვი დარწმუნებულია, რომ საქართველო გახდება ახალი ტიპის და ახალი თაობის უფრო ძლიერი დემოკრატიული „სტარტაპ-სახელმწიფო“, თანამედროვე სამყაროში კი, მისი აზრით, ეს ერთადერთი გზაა განვითარების და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების“.




echo.msk.ru

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031