გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ - როცა მმართველ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით

23-07-2025

ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, როცა მმართველ პარტიას აქვს 55%-იანი რეიტინგი, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით.


„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადალაგდება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჯამი არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ოთხივე რომ გაერთიანდნენ, ის ორი რომ გაერთიანდეს, ერთი რომ დარჩეს, არც ერთი რომ არ დარჩეს, ასეც და ისეც ტოტალური მარცხისთვის არიან განწირულები. არავითარი შანსი არ აქვთ. როცა მმართველ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი, 55%-ს ვართ გადაცილებულები, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031